воскресенье, 9 июня 2019 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

  • დავასრულეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა;
  • გადავხედეთ პორტფოლიოს  და დავასრულეთ;
  • ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე გავაზიარეთ  ჩვენი პროექტის პროტფოლი;
  • მოვამზადეთ გამოკითხვის ფორმა  და ჩავაშენეთ ბლოგში; 
  • გავეცანით ინტელის მასალებს რომელიც დაგვეხმარება სასწავლო პროცესში;
  • გავეცანით რცევებს ჩვენი პორტფოლიოს და მოსწავლეთა ნამუსევრების ჩვენებისთვის: მცირე ჯგუფებში, როტაციის პრინციპი, ვირტუალური დემონსტრირება, დაწყვილდი-გაუზიარე. 

გამოკითხვის ფორმა


ჩემი პროექტის პორტფოლიო


ჩემი პროექტის პოტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

суббота, 8 июня 2019 г.

გამოკითხვა პროექტზე


Сделано на Padlet

მერვე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა შაბათ-კვირას გავლილი მასალა, შეფასების რუბრიკების ბმულიდან გადმოვწერეთ მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკები, დავასათაურეთ ქართულად, მოვარგეთ ჩვენს საჭიროებებს.
მოვისმინეთ ტრენერის ლექცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ და კონკრეტული ინტელექტის მქონე ბავშვებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული დაავალებების შერჩევის შესახებ.
განასხვავებენ სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე მოსწავლეებს:

  • ვიზუალური, აუდიო, კინესთეტიკური
  • მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირება
  • მრავალმხრივი ინტელექტი
  • განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალიზებულ დავალებებზე და ინფორმაციაზე. როცა დახმარება სჭირდებათ, იოლად ამყარებენ კომუნიკაციას, სარგებლობენ ადაპტირებული აღჭურვილობით და პროგრამული უზრუნველყოფით.
  • მეორე (არამშობლიურ) ენაზე მოსაუბრე მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას თავიანთ მშობლიურ ენაზე, რაც შინაარსის უკეთ გაგებას განაპირობებს.
  • განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები შეზღუდული არ არიან კლასში არსებული, მათი სასკოლო საფეხურისთვის შექმნილი მასალებით. მათთვის ხელმისაწვდომია სასწავლო მიზნების, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი ინფორმაცია და სხვადასხვა ინსტრუმენტი.
მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია სერიოზული მომზადება და დაგეგმვა. ყველა მოსწავლეს განსხვავებული და მათი დონის შესაბამისი გეზის მიცემა სჭირდება, რათა რისკზე წასვლისთვის მეტი გამბედაობა ჰქონდეს და სწავლისას თვითრეგულირება შეძლოს. განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები, არამშობლიურ ენაზე მოსაუბრეები და განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები განსხვავებულ მიდგომასა და ხელშეწყობას საჭიროებენ. ტექნოლოგიების გამოყენება გარკვეულწილად ხელს უწყობს დიფერენცირებულ სწავლებას.შევქმენით პროექტისთვის პადლეტი და ჩავაშენეთ ბლოგზე.

воскресенье, 2 июня 2019 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

 დღე პოზიტიურად დაიწყო ვისაუბრეთ წინა დღეს განხილულ საკითხებზე. დავათვალიერეთ Viewer-ში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და გადავწყვიტე რომ ჩემი პროექტისთვის შემექმნა პრეზენტაცია და ბუკლეტი. შექმნილი პროდუქტები მოვათავსე ჩემი პორტფოლიოს საქაღალდეში "მოსწავლის ნიმუში".😊
გავეცანი შეფასების რუბრიკის შექმნას, რას უნდა ითვალისწინებდეს მასწავლებელი შეფასების რუბრიკის შექმნისას. გავეცანით შეფასების სქემების სახეებს, კერძოდ შეფასების სქემა შეიძლება იყოს ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი , კონკრეტული.
გავეცანით თითოეულ მათგანს დეტალურად.😊
ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია სწავლების სხადასხვა სტილი და ინტელექტი.
ერთმანეთს გავუზიარეთ დიფერენციალურად სწავლების პირადი პრაქტიკა😊

суббота, 1 июня 2019 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე საინტერესოდ დაიწყო, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და ვუპასუხეთ შეკითხვას რომელი უნარების განვითარებას უზრუნველყოფს სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ ინტერნეტრესურსების მოძიებაზე. გავეცანით მასალებს უკუკავშირის მიცემის რჩევებსა და მეთოდებზე. ტრენერი გვესუბრა უკუკავშირის სახეებზე, გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის ზოგად წესებს: 
  • ყურადღება უნდა გამახვილდეს დადებითზე;
  • კომენტარი უნდა იყოს  კონკრეტული და არა ზოგადი;
  • კომენტარი უნდა გააკეთოთ ისეთ საკითხებზე რომლის შეცვლაც შესაძლებელია.
ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებებზე და შევავსეთ ტესტი საავტორო უფლებების შესახებ. გავეცანით საძიებო საიტებს. გავეცანით Google-ის სხვადასხვა ფუნქციებს.