суббота, 1 июня 2019 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე საინტერესოდ დაიწყო, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და ვუპასუხეთ შეკითხვას რომელი უნარების განვითარებას უზრუნველყოფს სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ ინტერნეტრესურსების მოძიებაზე. გავეცანით მასალებს უკუკავშირის მიცემის რჩევებსა და მეთოდებზე. ტრენერი გვესუბრა უკუკავშირის სახეებზე, გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის ზოგად წესებს: 
  • ყურადღება უნდა გამახვილდეს დადებითზე;
  • კომენტარი უნდა იყოს  კონკრეტული და არა ზოგადი;
  • კომენტარი უნდა გააკეთოთ ისეთ საკითხებზე რომლის შეცვლაც შესაძლებელია.
ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებებზე და შევავსეთ ტესტი საავტორო უფლებების შესახებ. გავეცანით საძიებო საიტებს. გავეცანით Google-ის სხვადასხვა ფუნქციებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий