понедельник, 27 мая 2019 г.

მეხუთე დღის რეფლექსია


   ტრენერი გვესაუბრა სასწავლო პრაქტიკაში გამოსაყენებლი სასარგებლო ბმულების შესახებ. გაგვაცნო ინტერნეტში მოძიებული უცხო ენოვანი ტექსტების გადათარგმის ინსტრუმენტები.

მოვიაზრეთ ჩვენს მიერ შერჩეული პროექტებისთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები, ამისათვის  გამოვიყენეთ Viewer - ის რესურსები.

შევიტანეთ კითხვები სასწავლო პროექტის გეგმაში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
გავეცანით learningapps.org.

воскресенье, 26 мая 2019 г.

სასწავლო პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


  
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
ნამდვილად მნიშვნელოვანია სიზუსტე?
თემატური კითხვები
როგორ გამოიყენება ზომის ერთეულები ყოფაცხოვრებაში და საჭიროა თუ არა ისინი საქმის კარგად გასაკეთებლად?
ფართობის გამოსაანგარიშებელი ფორმულების ცოდნა რით გაგვიადვილებს ცხოვრებას?
შინაარსობლივი კითხვები
როგორ გავზომოთ საკლასო ოთახი?
როგორ ვიანგარიშოთ საჭირო მასალის რაოდენობა?
როგორ შევქმნათ ხარჯთაღრიცხვის ელექტრონლი ცხრილი?

пятница, 24 мая 2019 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ხუთ დღიანი პაუზის შემდეგ თბილი განწყობით შევხვდით ერთმანეთს, მოვიკითხეთ ერთმანეთი😊.ტრენერმა გაგავაცნო დღის სამუშაო მიზნები - 
  1.  პროექტის შაბლონზე მუშაობის დაწყება;
  2.  შერჩეული პროექტის მიზნებისა და სტანდარტების გაწერა; 
  3. მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენა და გეგმაში ჩაწერა;
  4. ბლოგზე მიმართულების მიმცემი კითხვების განთავსება.
დავიწყე პროექტის შაბლონის შევსება, სტანდარტები შევარჩიე ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალიდან, დავწერე სტანდარტის შესაბამისი მიზნები, ტრენერის მითითებით მიზნებში გავითვალისწინე 21-ე საუკუნის მახასიათებლები.
Viewer-დან პირად პორტფოლიოში დამხმარე რესურსებში გადმოვიტანე 21-ე საუკუნის სიტყვების და ბლუმის ტაქსონომიის სიტყვების ფაილები☼☼☼

вторник, 21 мая 2019 г.

მესამე დღის რეფლექსია

 დღე დაიწყო პოზიტიურად, სასიამოვნო იყო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა 😃
დაიწყო დატვირთული სამუშაო განრიგი:
  • ვისწავლეთ საზიარო დაფის შექმნა (Padlet.com), შევქმენით დაფის დიზაინი და დაფის ლინკი გავუგზავნეთ შერჩეულ ადრესატებს;
  •  Google Drive Forms -ის საშუალებით შევქმენით გამოკითხვის  ნიმუში და გავუგზავნეთ ადრესატებს;
  • გავეცანით  Viewer- ის სხვადასხვა სასწავლო პროექტების დიზაინს;
  • გავეცანით ბუკლეტების ნიმუშებს, შაბლონებს და ვივარჯიშეთ ბუკლეტის შაბლონების შექმნაზე. 
  • გავეცანით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თეორიებს: ბლუმის ტაქსონომიას, ზოგად, თემატურ და ფაქტებზე დაფუძნებული კითხვების მნიშვნელობას. 
ეს დღე აღინიშნა პრობლემითაც, გაითიშა ინტერნეტი, მაგრამ ტრენერმა შეძლო გამოსავლის მოძებნა, ტელეფონით გაგვიზიარა ინტერნეტი და საბოლოოდ დღე ნაყოფიერად დასრულდა👩💗🌺💙🌹💚🌸💛

суббота, 18 мая 2019 г.

მეორე დღის რეფლექსია

შევქმენით ბლოგი, ვივარჯიშეთ ბუკლეტების დიზაინზე. გავიგეთ რომ, პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს აქტიურ როლს ანიჭებს, მათ შორისაა:
  • პრობლემის გადაჭრის
  • გადაწყვეტილების მიღების
  • გამოძიების
  • დოკუმენტირების
პროექტები ემსახურება კონკრეტულ, მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს. პროექტები არაა ნორმიდან გადახვევა, არამედ სასწავლო გეგმის „რეალური“ დანამატია. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან. მოსწავლეებს უწევთ რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება.
გავეცანით პროექტის პორტფოლიოს, რომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში სასწავლო პროექტების პორტფოლიო,  ვნახეთ სასწავლო პროექტების ნიმუშები, რომლებიც გამოქვეყნებულია ინტელის საგანმანათლებლო ვებგვერდზე. გადმოვიტანეთ პროექტის დამხმარე ჩეკლისტები ჩვენს პორტფოლიში, პროექტების დამხმარე რესურსებში. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.💖💞😃

პირველი დღის რეფლექსია

წარუდგინე ჯგუფს ჩემი თავი და გავეცანი კურსის მონაწილეებს. გავუზიარე მათ, რომელ კლასებს და რა საგანს ვასწავლი, გავაცანი  ამ კურსში მონაწილეობის მიზნები.

გავიგე რომ კურსის ფარგლებში შევიმუშავებთ პროექტის პორტფოლიოს, რომელსაც გამოვიყენებ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დამეხმარება.

გავეცანი სასწავლო პროექტების ნიმუშებს, მოვიაზრე რა სახის პროექტზე ვიმუშავებ ტრენინგის მანძილზე.

დასასრულს  ტრენერმა გვთხოვა  შეგვეჯამებინა დღევანდელი  დღე,  რა  თქმა  უნდა , მუშაობა  იყო  საინტერესო,  მიზანმიმართული  და  დატვირთული.😍😍😃💗💗💗