შევქმენით ბლოგი, ვივარჯიშეთ ბუკლეტების დიზაინზე. გავიგეთ რომ, პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს აქტიურ როლს ანიჭებს, მათ შორისაა:
- პრობლემის გადაჭრის
- გადაწყვეტილების მიღების
- გამოძიების
- დოკუმენტირების
პროექტები ემსახურება კონკრეტულ, მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს. პროექტები არაა ნორმიდან გადახვევა, არამედ სასწავლო გეგმის „რეალური“ დანამატია. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან. მოსწავლეებს უწევთ რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება.
გავეცანით პროექტის პორტფოლიოს, რომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში სასწავლო პროექტების პორტფოლიო, ვნახეთ სასწავლო პროექტების ნიმუშები, რომლებიც გამოქვეყნებულია ინტელის საგანმანათლებლო ვებგვერდზე. გადმოვიტანეთ პროექტის დამხმარე ჩეკლისტები ჩვენს პორტფოლიში, პროექტების დამხმარე რესურსებში. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.💖💞😃
Комментариев нет:
Отправить комментарий