- დავასრულეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა;
- გადავხედეთ პორტფოლიოს და დავასრულეთ;
- ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე გავაზიარეთ ჩვენი პროექტის პროტფოლი;
- მოვამზადეთ გამოკითხვის ფორმა და ჩავაშენეთ ბლოგში;
- გავეცანით ინტელის მასალებს რომელიც დაგვეხმარება სასწავლო პროცესში;
- გავეცანით რცევებს ჩვენი პორტფოლიოს და მოსწავლეთა ნამუსევრების ჩვენებისთვის: მცირე ჯგუფებში, როტაციის პრინციპი, ვირტუალური დემონსტრირება, დაწყვილდი-გაუზიარე.
воскресенье, 9 июня 2019 г.
მეცხრე დღის რეფლექსია
суббота, 8 июня 2019 г.
მერვე დღის რეფლექსია
გავიხსენეთ წინა შაბათ-კვირას გავლილი მასალა, შეფასების რუბრიკების ბმულიდან გადმოვწერეთ მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკები, დავასათაურეთ ქართულად, მოვარგეთ ჩვენს საჭიროებებს.
მოვისმინეთ ტრენერის ლექცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ და კონკრეტული ინტელექტის მქონე ბავშვებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული დაავალებების შერჩევის შესახებ.
განასხვავებენ სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე მოსწავლეებს:
განასხვავებენ სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე მოსწავლეებს:
- ვიზუალური, აუდიო, კინესთეტიკური
- მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირება
- მრავალმხრივი ინტელექტი
- განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალიზებულ დავალებებზე და ინფორმაციაზე. როცა დახმარება სჭირდებათ, იოლად ამყარებენ კომუნიკაციას, სარგებლობენ ადაპტირებული აღჭურვილობით და პროგრამული უზრუნველყოფით.
- მეორე (არამშობლიურ) ენაზე მოსაუბრე მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას თავიანთ მშობლიურ ენაზე, რაც შინაარსის უკეთ გაგებას განაპირობებს.
- განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები შეზღუდული არ არიან კლასში არსებული, მათი სასკოლო საფეხურისთვის შექმნილი მასალებით. მათთვის ხელმისაწვდომია სასწავლო მიზნების, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი ინფორმაცია და სხვადასხვა ინსტრუმენტი.
მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია სერიოზული მომზადება და დაგეგმვა. ყველა მოსწავლეს განსხვავებული და მათი დონის შესაბამისი გეზის მიცემა სჭირდება, რათა რისკზე წასვლისთვის მეტი გამბედაობა ჰქონდეს და სწავლისას თვითრეგულირება შეძლოს. განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები, არამშობლიურ ენაზე მოსაუბრეები და განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები განსხვავებულ მიდგომასა და ხელშეწყობას საჭიროებენ. ტექნოლოგიების გამოყენება გარკვეულწილად ხელს უწყობს დიფერენცირებულ სწავლებას.შევქმენით პროექტისთვის პადლეტი და ჩავაშენეთ ბლოგზე.
воскресенье, 2 июня 2019 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღე პოზიტიურად დაიწყო ვისაუბრეთ წინა დღეს განხილულ საკითხებზე. დავათვალიერეთ Viewer-ში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და გადავწყვიტე რომ ჩემი პროექტისთვის შემექმნა პრეზენტაცია და ბუკლეტი. შექმნილი პროდუქტები მოვათავსე ჩემი პორტფოლიოს საქაღალდეში "მოსწავლის ნიმუში".😊
გავეცანი შეფასების რუბრიკის შექმნას, რას უნდა ითვალისწინებდეს მასწავლებელი შეფასების რუბრიკის შექმნისას. გავეცანით შეფასების სქემების სახეებს, კერძოდ შეფასების სქემა შეიძლება იყოს ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი , კონკრეტული.
გავეცანით თითოეულ მათგანს დეტალურად.😊
ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია სწავლების სხადასხვა სტილი და ინტელექტი.
ერთმანეთს გავუზიარეთ დიფერენციალურად სწავლების პირადი პრაქტიკა😊
суббота, 1 июня 2019 г.
მეექვსე დღის რეფლექსია
დღე საინტერესოდ დაიწყო, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და ვუპასუხეთ შეკითხვას რომელი უნარების განვითარებას უზრუნველყოფს სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ ინტერნეტრესურსების მოძიებაზე. გავეცანით მასალებს უკუკავშირის მიცემის რჩევებსა და მეთოდებზე. ტრენერი გვესუბრა უკუკავშირის სახეებზე, გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის ზოგად წესებს:
- ყურადღება უნდა გამახვილდეს დადებითზე;
- კომენტარი უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი;
- კომენტარი უნდა გააკეთოთ ისეთ საკითხებზე რომლის შეცვლაც შესაძლებელია.
ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებებზე და შევავსეთ ტესტი საავტორო უფლებების შესახებ. გავეცანით საძიებო საიტებს. გავეცანით Google-ის სხვადასხვა ფუნქციებს.
понедельник, 27 мая 2019 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენერი გვესაუბრა სასწავლო პრაქტიკაში გამოსაყენებლი სასარგებლო ბმულების შესახებ. გაგვაცნო ინტერნეტში მოძიებული უცხო ენოვანი ტექსტების გადათარგმის ინსტრუმენტები.
მოვიაზრეთ ჩვენს მიერ შერჩეული პროექტებისთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები, ამისათვის გამოვიყენეთ Viewer - ის რესურსები.
შევიტანეთ კითხვები სასწავლო პროექტის გეგმაში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
გავეცანით learningapps.org.
воскресенье, 26 мая 2019 г.
სასწავლო პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|
ზოგადი კითხვა
|
ნამდვილად მნიშვნელოვანია
სიზუსტე?
|
თემატური კითხვები
|
როგორ გამოიყენება
ზომის ერთეულები ყოფაცხოვრებაში და საჭიროა თუ არა ისინი საქმის კარგად გასაკეთებლად?
|
ფართობის გამოსაანგარიშებელი
ფორმულების ცოდნა რით გაგვიადვილებს ცხოვრებას?
|
|
შინაარსობლივი კითხვები
|
როგორ გავზომოთ საკლასო ოთახი?
|
როგორ ვიანგარიშოთ საჭირო მასალის რაოდენობა?
|
|
როგორ შევქმნათ ხარჯთაღრიცხვის ელექტრონლი ცხრილი?
|
пятница, 24 мая 2019 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
ხუთ დღიანი პაუზის შემდეგ თბილი განწყობით შევხვდით ერთმანეთს, მოვიკითხეთ ერთმანეთი😊.ტრენერმა გაგავაცნო დღის სამუშაო მიზნები -
Viewer-დან პირად პორტფოლიოში დამხმარე რესურსებში გადმოვიტანე 21-ე საუკუნის სიტყვების და ბლუმის ტაქსონომიის სიტყვების ფაილები☼☼☼
- პროექტის შაბლონზე მუშაობის დაწყება;
- შერჩეული პროექტის მიზნებისა და სტანდარტების გაწერა;
- მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენა და გეგმაში ჩაწერა;
- ბლოგზე მიმართულების მიმცემი კითხვების განთავსება.
Viewer-დან პირად პორტფოლიოში დამხმარე რესურსებში გადმოვიტანე 21-ე საუკუნის სიტყვების და ბლუმის ტაქსონომიის სიტყვების ფაილები☼☼☼
вторник, 21 мая 2019 г.
მესამე დღის რეფლექსია
დღე დაიწყო პოზიტიურად, სასიამოვნო იყო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა 😃
დაიწყო დატვირთული სამუშაო განრიგი:
დაიწყო დატვირთული სამუშაო განრიგი:
- ვისწავლეთ საზიარო დაფის შექმნა (Padlet.com), შევქმენით დაფის დიზაინი და დაფის ლინკი გავუგზავნეთ შერჩეულ ადრესატებს;
- Google Drive Forms -ის საშუალებით შევქმენით გამოკითხვის ნიმუში და გავუგზავნეთ ადრესატებს;
- გავეცანით Viewer- ის სხვადასხვა სასწავლო პროექტების დიზაინს;
- გავეცანით ბუკლეტების ნიმუშებს, შაბლონებს და ვივარჯიშეთ ბუკლეტის შაბლონების შექმნაზე.
- გავეცანით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თეორიებს: ბლუმის ტაქსონომიას, ზოგად, თემატურ და ფაქტებზე დაფუძნებული კითხვების მნიშვნელობას.
ეს დღე აღინიშნა პრობლემითაც, გაითიშა ინტერნეტი, მაგრამ ტრენერმა შეძლო გამოსავლის მოძებნა, ტელეფონით გაგვიზიარა ინტერნეტი და საბოლოოდ დღე ნაყოფიერად დასრულდა👩💗🌺💙🌹💚🌸💛
суббота, 18 мая 2019 г.
მეორე დღის რეფლექსია
შევქმენით ბლოგი, ვივარჯიშეთ ბუკლეტების დიზაინზე. გავიგეთ რომ, პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს აქტიურ როლს ანიჭებს, მათ შორისაა:
- პრობლემის გადაჭრის
- გადაწყვეტილების მიღების
- გამოძიების
- დოკუმენტირების
პროექტები ემსახურება კონკრეტულ, მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს. პროექტები არაა ნორმიდან გადახვევა, არამედ სასწავლო გეგმის „რეალური“ დანამატია. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან. მოსწავლეებს უწევთ რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება.
გავეცანით პროექტის პორტფოლიოს, რომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში სასწავლო პროექტების პორტფოლიო, ვნახეთ სასწავლო პროექტების ნიმუშები, რომლებიც გამოქვეყნებულია ინტელის საგანმანათლებლო ვებგვერდზე. გადმოვიტანეთ პროექტის დამხმარე ჩეკლისტები ჩვენს პორტფოლიში, პროექტების დამხმარე რესურსებში. დღემ საინტერესოდ ჩაიარა.💖💞😃
პირველი დღის რეფლექსია
წარუდგინე ჯგუფს ჩემი თავი და გავეცანი კურსის მონაწილეებს. გავუზიარე მათ, რომელ კლასებს და რა საგანს ვასწავლი, გავაცანი ამ კურსში მონაწილეობის მიზნები.
გავიგე რომ კურსის ფარგლებში შევიმუშავებთ პროექტის პორტფოლიოს, რომელსაც გამოვიყენებ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დამეხმარება.
გავეცანი სასწავლო პროექტების ნიმუშებს, მოვიაზრე რა სახის პროექტზე ვიმუშავებ ტრენინგის მანძილზე.
დასასრულს ტრენერმა გვთხოვა შეგვეჯამებინა დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა , მუშაობა იყო საინტერესო, მიზანმიმართული და დატვირთული.😍😍😃💗💗💗
გავიგე რომ კურსის ფარგლებში შევიმუშავებთ პროექტის პორტფოლიოს, რომელსაც გამოვიყენებ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დამეხმარება.
გავეცანი სასწავლო პროექტების ნიმუშებს, მოვიაზრე რა სახის პროექტზე ვიმუშავებ ტრენინგის მანძილზე.
დასასრულს ტრენერმა გვთხოვა შეგვეჯამებინა დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა , მუშაობა იყო საინტერესო, მიზანმიმართული და დატვირთული.😍😍😃💗💗💗
Подписаться на:
Сообщения (Atom)